კარტოგრაფიის სპეციალისტი არ ვარ, ივერი მელაშვილი არ არის პოლიტიკოსი, აქედან გამომდინარე, კარტოგრაფიის შეფასება პოლიტიკოსის მიერ არ არის სწორი – ბადრი ჯაფარიძე

დავით გარეჯი არის ჩვენი სულიერი კულტურის განუყოფელი ნაწილი, უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი, ამიტომ აზერბაიჯანთან, ჩვენს უახლოეს პარტნიორთან მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„მე კარტოგრაფიის სპეციალისტი არ გახლავართ, ივერი მელაშვილი არ არის პოლიტიკოსი, აქედან გამომდინარე, კარტოგრაფიის შეფასება პოლიტიკოსის მიერ არ არის სწორი. აუცილებელია აზერბაიჯანთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკების გზით არსებული პრობლემის მოგვარება. ჩვენი სულიერი სიმდიდრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი დავით გარეჯის მონასტრის პრობლემა გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ეს არის კარტოგრაფის მოსაზრება. ჩემი როგორც პოლიტიკოსის და საქართველოს მოქალაქის მოსაზრება არის ის, რომ დავით გარეჯი არის ჩვენი სულიერი კულტურის განუყოფელი ნაწილი, უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი, ამიტომ აზერბაიჯანთან, ჩვენს უახლოეს პარტნიორთან მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები