შალვა ნათელაშვილი – მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, აქციაზე, სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ, იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ, სულიც ამოხდომიათ

აქციის ორგანიზატორნი, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან, ეს იგივეა, რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის  აცხადებს, პოლიტიკოსები არ უნდა მივიდნენ ისეთ აქციებზე, სადაც მათ კუთხეში ატუზვას დაავალებენ.

„მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ, იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ. სულიც ამოხდომიათ. თუ ვერ გაიგეს, რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული, მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არ ჰქონია და ვაცალოთ ღომის ჭამა მარტო“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები