გიორგი ვაშაძე: პარლამენტი როგორი არალეგიტიმურიც იყო, ისევ არალეგიტიმური რჩება – არავინ სხვა არ აპირებს შესვლას

“პარლამენტი როგორი არალეგიტიმურიც იყო, ისევ არალეგიტიმური რჩება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლას სხვა არავინ აპირებს.

„ოპოზიციის პოზიციაში ეს ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს. პარლამენტი როგორი არალეგიტიმურიც იყო, ისევ არალეგიტიმური რჩება, რადგან ორი ადამიანის დამატება ვერ შეცვლის ვერანაირად ამ პარლამენტისადმი ლეგიტიმაციის მთავარ კითხვას, რომელიც არის. რაც შეეხება, სხვა შევა თუ არა, მე როგორც ვიცი, არავინ სხვა არ აპირებ შესვლას, არც „გირჩი,“ საჯაროდ ამბობს, რომ არ აპირებს შესვლას, თუ ფუნდამენტურ საკითხზე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ მოხდა შეთანხმება. უფრო მეტიც, დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაცხადა, რომ 8%-ის შემთხვევაში იყო მეტობით შეჯამებული უბანი, რაც ნიშნავს, რომ 8 მეტია ერთზე, ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში ამბობენ, რომ ხელახლა დანიშნავდნენ არჩევნებს, აი, ბატონო მტკიცებულება, არანაირი საგამოძიებო კომისია ამას არ სჭირდება, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები