ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე: მას ქვეყანა არ დაუტოვებია
“შემიძლია გითხრათ, რომ მას ქვეყანა არ დაუტოვებია”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არის ქვეყანაში და მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მუშაობს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ამ ადამიანის დაკავება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.