აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 79 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 79 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 34 539-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა ათმა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 203 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 108, ხოლო ონლაინკლინიკაში – 302.