კახა კუჭავა: ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მას ირაკლი კობახიძის აქტიური მონაწილეობის იმედი აქვს

„ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ის ხელმეორედ იქნა არჩეული ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს ყველა ძალიან კარგად იცნობს, როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს.

„ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ის ხელმეორედ იქნა არჩეული ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს ჩვენთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ნებისმიერი ფორმატის გამოყენებით, ძალიან მაღალ დონეზე გავაჟღეროთ, დავაყენოთ ყველა ის აქტუალური საკითხი და მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.

გუშინდელი შეხვედრის დროსაც, პრეზიდენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს ირაკლი კობახიძის აქტიური მონაწილეობის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მთლიანად საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები