გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძის არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიტენტად ხაზს უსვამს იმ წარმატებულ რეფორმებსა და იმ იმიჯს, რომელიც საქართველოს აქვს ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფოს შორის

“ირაკლი კობახიძის არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიტენტად ხაზს უსვამს იმ წარმატებულ რეფორმებსა და იმ იმიჯს, რომელიც საქართველოს აქვს ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფოს შორის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით. როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს არის როგორც ირაკლი კობახიძის ავტორიტეტის, ასევე იმ საქმიანობის აღიარება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია 4 წლის განმავლობაში ახორციელებდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში.

„ირაკლი კობახიძის არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიტენტად მეორე ვადით ხაზს უსვამს იმ წარმატებულ რეფორმებსა და იმ იმიჯს, რომელიც საქართველოს აქვს ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფოს შორის. ეს არის, ასევე, ირაკლი კობახიძის ავტორიტეტისა და იმ საქმიანობის აღიარება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია 4 წლის განმავლობაში აქტიურად ეწეოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში.

ვიცეპრეზიდენტის პოზიციიდან ის ძალიან მნიშვნელოვანი და ძირითადი მიმართულებები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტთან, მისი ტერიტორიულ მთლიანობასთან, საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა რეფორმის საკითხების გაჟღერებასთან არის დაკავშირებული და მხარდაჭერილი, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის და წარმატებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, იმ რეფორმების წარმოჩენისთვის, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს საქართველოში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ლიდერი ქვეყნის განხორციელებული დემოკრატიული პროცეებისა და რეფორმების თვალსაზრისით. აგრეთვე, მნიშვნელოვანია იმ საერთო მონახაზის კონტექსტშიც, რომელიც ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორიციელებლი და მიმდინარე საქმიანობის საფუძველზე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველომ სრულფასოვანი განაცხადი გააკეთოს 2024 წელს ავროკავშირში გაწევრიანებისთვის”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები