მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში

„დღეს მოვისმინეთ დადებითი შეფასებები საპარლამენტო არჩევნების შესახებ – ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფალ გარემოში ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია”,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში მოისმინეს, სადაც 2020 წელს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე გამოწვევებზე. კიდევ ერთხელ, დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ქართული მხარე განაგრძობს, მუდმივ რეჟიმში, დახვეწოს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და გამოვხტეთ იმედი რომ ოპოზიციური პარტიები ამ მნიშვნელოვანი პროცესის თანამონაწილეები იქნებიან. აქვე, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ, საერთაშორისო პარტნიორები და მოკავშირეები ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საუკეთესო ინტერესისთვის და შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის, განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები