სერგო ჩიხლაძე: როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აღარ აპირებს მოლაპარაკებების გაგრძელებას, სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს

“ამით ბოლო მოეღება საბოლოოდ სპეკულაციებს, ჭორიკნობასა და ამ მეორე-მესამე ხარისხოვან თემებს, რომ პარლამენტში ვიღაც შედის, ვიღაც არ შედის”, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე საკითხს, რომ პარლამენტი მიმდინარე კვირას ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს უყრის.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აღარ აპირებს მოლაპარაკებების გაგრძელებას, ეს კი კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებას”, დროზე განიხილონ მანდატების საკითხი, ისედაც ყველანაირი ვადა გასულია და იწურება, დროზე განიხილონ და დააკმაყოფილონ ის მოთხოვნა, წერილები ოპოზიციური პარტიების დეპუტატების, რომელიც 2 თვის წინ დაიწერა, ამით ბოლო მოეღება საბოლოოდ სპეკულაციებს, ჭორიკნობასა და ამ მეორე-მესამე ხარისხოვან თემებს, რომ ვიღაც შედის, ვიღაც არ შედის…

როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აღარ აპირებს ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, ასე ჩანს, სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები