მედია: ტრამპი ირანზე შემდგომი დარტყმების განხორციელებას სერიოზულად განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ შემდგომ დარტყმებს სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ პორტალი Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„ტრამპი სერიოზულად განიხილავს ირანზე შემდგომი დარტყმების განხორციელებას, თუ ბოლო წუთს გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება მიღწეული“, – ნათქვამია გამოცემაში წყაროებზე დაყრდნობით, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე პირდაპირ ესაუბრნენ ამერიკელ ლიდერს.
მანამდე, Reuters-მა ირანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პოზიციები დაახლოვდა.