ანსამბლ „ბასიანის“ საკონცერტო ტურნე იტალიაში

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 12 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში გამართავს საკონცერტო ტურნეს. ფლორენციაში არსებული ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლ „ივერიონის“ ინფორმაციით, ტურნე შემდეგ ქალაქებში ჩატარდება:
• ტრენტო – 13 ივნისი
• პრატო – 14 ივნისი
• პერუჯა – 18 ივნისი
• კაორლე – 20 ივნისი
• გორიცია –  21 ივნისი
კონცერტებზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის გამორჩეული ნიმუშები – ხალხური სიმღერები და საგალობლები.
„განსაკუთრებული პატივია, რომ ფლორენციაში არსებული ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლი „ივერიონი“ 14 ივნისს,  17:00 საათზე, პრატოს საკათედრო ტაძარში (Duomo di Prato) გამართულ კონცერტში, ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული მოვლენა ჩვენი ანსამბლისთვის ძალიან დიდი პატივი,გამოცდილება და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ანსამბლი „ივერიონი“ მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა ღირსეულად უმასპინძლოს ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანს”.
გიწვევთ კონცერტზე დასასწრებად – როგორც იტალიაში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს, ასევე იტალიელ მსმენელსა და ქართული კულტურით დაინტერესებულ მეგობრებს, რათა ერთად გავაცნოთ მათ ქართული მრავალხმიანობის უნიკალური ტრადიცია, პოლიფონიის სილამაზე და ქართული გალობის განსაკუთრებული ჟღერადობა“, – წერია ანსამბლ „ივერიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები