აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. აჭარაში დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 249 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა 27-მა პაციენტმა.
კლინიკაში მკურნალობს 234 პაციენტი. მათგან კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა სამი პაციენტი.
აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 153 მოქალაქე, ონლაინკლინიკაში მკურნალობს – 419.