ჩეხეთში შეზღუდვებისადმი პროტესტის ნიშნად მფლობელებმა რესტორნები და პაბები თვითნებურად გახსნეს

ჩეხეთში რესტორნებისა და კაფეების მფლობელებმა, მიუხედავად ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვებისა, საკუთარი დაწესებულებების მუშაობა განაახლეს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი რადიო იუწყება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ უნდა მიიქციონ ხელისუფლების და საზოგადოების ყურადღება, ვინაიდან შეზღუდვების გამო სარესტორნო ბიზნესმა დიდი ზარალი განიცადა. კაფე, რესტორნები, ბარები და სასადილოები რესპუბლიკაში დაახლოებთ სამი თვეა დახურული. მათი ყოველდღიური ზარალი დაახლოებით 414 მილიონ კრონს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები