აშშ-ის სენატი ტრამპის იმპიჩმენტს 8 თებერვლიდან განიხილავს

აშშ-ის სენატი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებით მოსმენას თებერკვლის მეორე კვირიდან დაიწყებს.

აღნიშნულის შესხებ, ინფორმაციას დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩარლზ შუმერი ავრცელებს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 13 იანვარს მეორედ უყარა კენჭი ტრამპის იმპიჩმენტს.

ქვეყნის ყოფილი ლიდერის მოწინაამღდეგები თვლიან, რომ დონალდ ტრამპი პირად პასუხისმგებლობას ატარებს ვაშინგტონში მოწყობილ არეულობზე.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კონგრესის შენობასთან შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ათობით ადამიანი კი დააკავეს, დაიღუპა აქციის ოთხი მონაწილე. დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა და ნაციონალური გვარდია იქნა შემოყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები