საფრანგეთში შესაძლოა, მესამე “ლოქდაუნი” გამოაცხადონ

კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო, საფრანგეთში შესაძლოა, მესამე “ლოქდაუნი” გამოაცხადონ.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, – წერს Le Figaro.

“თუ ვითარება გაუარესდა, განსაკუთრებით, ბრიტანულ შტამთან დაკავშირებით, შესაძლოა, უფრო მკაცრი ზომები იყოს შემოღებული, კიდევ ერთი “ლოქდაუნის” ჩათვლით, თუ ეს საჭირო გახდა”, – თქვა მინისტრმა.

თუმცა, მისი თქმით, დღესდღეობით არსებული ვითარება ამას არ მოითხოვს.

მინისტრის თქმით, მთავრობაში ამჟამად დაწესებული შეზღუდვებისგან შედეგებს ელოდებიან, კერძოდ, დღეს მოქმედი ე.წ.კომენდანტის საათისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები