„ბიძინა ივანიშვილი საქმიანობას ხალხთან ერთად გააგრძელებს“

   ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას საქართველოს მთავრების წევრები აფასებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის და ხალხისთვის საკეთილდღეოდ თავის საქმიანობას სამოქალაქო სექტორიდანაც გააგრძელებს. „ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ნდობით აღჭურვილი ადამიანია, და ამას ცხადყოფს საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევები. მისასალმებელია, რომ მისი აქტიურობა იქნება სახეზე. მან განაცხადა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა და ეს გამოჩნდა კიდევაც. ის დგას ხალხთან ერთად და გააგრძელებს თავის საქმიანობას. რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან კარგი იქნება“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები