გიორგი ვაშაძე: სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია.

როგორც ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, ძალა სიმართლეშია.

“დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ უკანონო ქმედებებსა და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გილოცავთ, მეგობრებო! ძალა ნამდვილად სიმართლეშია!”, – წერს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები