თბილისის მეტროს 30 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა

თბილისის მეტროს 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორატის გადაწყვეტილებით, მეტროში დასაქმებულ 30 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
საზეიმო ღონისძიებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა – გიორგი შარკოვმა, დირექტორატისა და მეტროს პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან ერთად, დააჯილდოვა მეტროს თანამშრომლები, რომლებიც 25 წელზე მეტია, დედაქალაქს ემსახურებიან. გიორგი შარკოვმა მადლობა გადაუხადა მათ გაწეული შრომისა და იმ ერთგულებისათვის, რაც მეტროს შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად განაპირობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები