რა სიმპტომები აქვს პოსტკოვიდ-19-ს, რომელიც დაავადებულთა 20%-ს აღენიშნება – დავით გადელიას განმარტება

რა სიმპტომები აქვს პოსტკოვიდ-19-ს, რომელიც დაავადებულთა 20%-ს აღენიშნება – აღნიშნულის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, დაავადება, სახელწოდებით პოსტკოვიდ-19 უკვე შეტანილია დაავადებათა საერთაშორისო რეესტრის მეათე გადასინჯვაში.

“პირველ ყოვლისა, არის სასუნთქი გზების გზების სინდრომები, ანუ ეს სიმპტომები იმაში გამოიხატება, რომ ადამიანი ადვილად იღლება, ხშირად აქვს ქოშინი, ეს არის პირველი რიგის სიმპტომები, რადგან აზიანებს ფილტვის ქსოვილს.

შემდეგ არის ნერვული სისტემის აშლილობა, თავის ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რაც გამოიხატება გულის არეში ტკივილით, წნევის ცვალებადობით, წნევის უეცარი ავარდნით, სისტემატურად.

მგრძნობელობით სისტემასაც აზიანებს, ძალიან ხშირად – ადამიანს სუნი გაუქრება ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აღუდგება. ეს სიმპტომები 20 პროცენტში სამი თვე გრძელდება და უფრო ნაკლებ პროცენტში – მეტ ხანსაც, რაც საჭიროებს მკურნალობას,” – აღნიშნავს ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი.

დავით გადელია ამბობს, რომ პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობას მოსახლეობა მარტო ვერ მოერევა და ამისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებელია.

“პრემიერთანაც ვთქვით, რომ აუცილებელი გახდება რეაბილიტაცია, მკურნალობის შემუშავება პოსტკოვიდური სინდრომის. პროგრამულად თუ არ იქნება, ცხადია, ყველას არ მიუწვდება ხელი თავისი ხარჯებით და ამავე დროს, ძალიან სერიოზული დაავადებაა. კაცობრიობა ჯერ არ ფიქრობს, როგორც მსოფლიოშია, ისეა ჩვენთან და, ჯერჯერობით, არ არის, სპეციფიკურად პოსტკოვიდური მკურნალობა. პოსტკოვიდის მიმართულების შემუშავება აუცილებელია,” – აცხადებს გადელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები