ალი ასადოვი: „აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად”

„ძალიან მნიშვნელოვანია ფორუმის წლევანდელი თემატიკა, რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფორუმი იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ხდება იდეების გაცვლა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. ბოლო მოვლენები, რომელიც გლობალურად ვითარდება და განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტრანსპორტის მიმართულებით იქცევა ჩვენი დისკუსიის საგნად, ხაზს უსვამს ამ ფორუმის მნიშვნელობას”, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმის” გახსნით პანელზე.

როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში საქართველო და აზერბაიჯანი ამ ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებდნენ და ასრულებდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შეჰქონდა ვაჭრობაში, ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, აძლიერებდა კულტურულ -ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს. ალი ასადოვის თქმით, დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ მიმართულებების განვითარებაში.

„წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონალური სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნები არიან სანდო პარტნიორები არამარტო პოლიტიკურ ჭრილში არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო მიმართულებით. ტრადიციულად სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ასპექტია, ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა და გაიზრდება ვაჭრობა ინვესტიციები, და გაიხსნა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები”, – განაცხადა ალი ასადოვმა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს ტვირთბრუნვის შესაძლებლობა ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე გაიზარდა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე, ამავდროულად, მეორე ეტაპი ამ განვითარებაში დაიწყო ბაქოში საერთაშორისო საზღვაო პორტის მეშვეობით, რომელიც აკავშირებს ძირითად სარკინიგზო და სახმელეთო გზებს.

„ყველა ეს ასპექტი არის შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილი. ეს დერეფანი ცხადყოფს რომ არის სანდო მარშრუტი ჩინეთის ცენტრალური აზიის და ევროპის დასაკავშირებლად. აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ავითარებენ ამ სტრატეგიულ დერეფანს. ჩვენი ქვეყნები არიან ყველაზე მნიშვნელოვან მონაწილეებსა და მოთამაშეებს შორის შუა დერეფანში, გეოგრაფიული პოზიციით და თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით მუდმივად და მიზანმიმართულად ვდგამთ ნაბიჯებს წინ იმისთვის რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა განვავითაროთ ამ გზაზე, წავახალისოთ სასაზღვრო კვეთის პროცედურები და სატრანზიტო შესაძლებლობები”- განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები