ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების სერია გაუშვა,- ამის შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს.

სამხრეთ კორეის გენშტაბის ცნობით, სამხედრო უწყება აგრძელებს გაფრენილი ობიექტების მარშრუტისა და მახასიათებლების ანალიზს. მათივე ცნობით, რაკეტებმა, დაახლოებით, 350 კმ მანძილზე იფრინეს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაადასტურა გაშვების ფაქტი. ტოკიომ პროტესტის ოფიციალური განაცხადი ფხენიანის მიმართ გააკეთა.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს ტესტი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აქტივობის ბოლო ტალღის ნაწილია, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებაზე მზარდ შეშფოთებას იწვევს.

სამხრეთ კორეა, იაპონია და აშშ აცხადებენ, რომ მჭიდროდ აკვირდებიან ვითარებას და გააგრძელებენ ერთობლივ კოორდინაციას შესაძლო საფრთხეების შესაფასებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები