“არაჰუმანური ქმედება” — ნიუ-იორკში მიგრანტთა დაკავებას პროტესტი მოჰყვა(ფოტო)

აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ მანჰეტენში საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია. აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების იდენტიფიცირება და მათი დაკავება იყო.

მომხდარის შემდეგ, ათეულობით აქტივისტი ქუჩებში გამოვიდა და ICE-ის ქმედებები „არაჰუმანურ“ და „დისკრიმინაციულ“ პოლიტიკად შეაფასა. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და იმიგრაციის პოლიტიკის რეფორმას მოითხოვდნენ.

პოლიციის ცნობით, აქციამ მალევე მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი საჯარო წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ICE-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სააგენტო ფედერალური კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს და პრიორიტეტად უსაფრთხოების შენარჩუნებასა და იმიგრაციის წესების დაცვას მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები