ხობის მუნიციპალიტეტში 7 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში გაწმენდით სამუშაოებს ატარებს, – ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლებში – პატარა ფოთსა და ჭალადიდში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან ჭალადიდის დამშრობი მასივის 7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.

„ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, უხვი ნალექის დროს, 730 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი და მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დატბორვისგან იქნება დაცული.

საქართველოს მელიორაცია სამუშაოებს ნოემბერში დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12,395 ჰექტარი მიწის ფართობი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები