ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, აეროპორტის მიმდებარედ ავარია მოხდა – მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი პირი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.