თენგიზ შარმანაშვილი – ევროკავშირის ელჩის ოფისისგან ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილზე: გამამხნევებელ წერილს უგზავნიან ადამიანს, რომელიც ხალხს ასწავლიდა, როგორ ჩაეხერგათ ქუჩები

„გამამხნევებელ წერილს უგზავნიან ადამიანს, რომელიც ხალხს ასწავლიდა, როგორ ჩაეხერგათ ქუჩები,“- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის ციხეში, ევროკავშირის ელჩის ოფისისგან გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

“უკვე აღარც გვინდა ვენის კონვენციაზე ვისაუბრო… ადამიანს, რომელსაც ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს, კაცი, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოდიოდა და ხალხს ასწავლიდა, როგორ დაემზადებინათ ათასგვარი საშუალება, რომელიც ჩახერგავდა ქუჩებს და საუბრობდა შუშხუნებზე და მაშხალებზე, რომელიც უნდა გამოეყენებინათ პოლიციის საწინააღმდეგოდ, აი, ასეთ ადამიანს, რომ გამამხნევებელ წერილს გაუგზავნი, რაზე უნდა ვისაუბროთ? ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ევრობიუროკრატია პირდაპირ არის ჩართული ყველაფერში, რაც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული,” – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები