ლევან მახაშვილი – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვაზე: ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები და ამ კითხვებს ვერ გაეცემა პასუხები, თუ თავად გერმანელებმა არ დაუსვეს საკუთარ ხელისუფლებას კითხვები
„ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები და ამ კითხვებს ვერ გაეცემა პასუხები, თუ თავად გერმანელებმა არ დაუსვეს საკუთარ ხელისუფლებას კითხვები,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ძალიან კარგია, რომ საქართველო და ჩვენი ხმები არ არის მარტო ამ საქმეში. ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები და ამ კითხვებს ვერ გაეცემა პასუხები, თუ თავად გერმანელებმა არ დაუსვეს საკუთარ ხელისუფლებას ეს კითხვები. კარგია, რომ როგორც იქნა, მათ შორის გერმანიაში ეს ხმები ისმის. საინტერესოა, გერმანიის მთავრობის პასუხი რა იქნება“, – განაცხადა მახაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გერმანული პარტია, ბუნდესტაგს ახალი შეკითხვებით მიმართავს.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატებს აინტერესებთ, საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური მთავრობისგან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტებით, ან სხვა საშუალებებით.