რომელი ჯგუფები აიცრებიან პირველ რიგში კორონავირუსის ვაქცინით – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

“პირველ ყოვლისა, კორონავირუსის ვაქცინას სამედიცინო სექტორი მიიღებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია იქნება ეტაპობრივი პროცესი, თუმცა, აუცილებლად თანმიმდევრული.

,,გადაწყვეტილება მიღებულია და, პირველ ყოვლისა, კორონავირუსის ვაქცინას სამედიცინო სექტორი მიიღებს, პრიორიტეტული ჯგუფები ამ სექტორშიც გამოყოფილია, რომლებიც უშუალოდ შემხებლობაში შეიძლება, იყოს ინფექციის გავრცელებასთან.

ეტაპობრივად მერე ჩვენ გადავდივართ იმ ჯგუფებზე, რომლებიც არიან შედარებით ახალგაზრდა ჯგუფები, მაგრამ არიან ქრონიკული დაადადებების მატარებლები. სწორედ ასეთი საფეხურებით ხდება მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი, თუმცა, აუცილებლად თანმიმდევრული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები