გიორგი გახარია ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, თომას მულმანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის პერიოდში საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

საუბრისას პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ გაწეულ მხარდაჭერას და ავსტრიას მადლობა გადაუხადა.

ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA) წარმატებულ თანამშრომლობას.

აღინიშნა პანდემიის უარყოფითი გავლენა სხვადასხვა სფეროზე, განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორზე. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე საქართველოს მთავრობისთვის ტურიზმი პრიორიტეტული სექტორი იქნება და ქვეყანა ავსტრიელ ვიზიტორებს მომავალშიც სიხარულით უმასპინძლებს.

ავსტრიის ელჩმა პრემიერმინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ავსტრიელი მონიტორების ჩართულობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და მადლობას უხდის მეგობარ სახელმწიფოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები