ნინო წილოსანი: არგუმენტები, რითიც ხაზარაძე ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო, ამომრჩეველმა ოპოზიციის რეალური სახე დაინახა

“სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საკუთარ როლს დესტრუქციასა და რევოლუციურ თემებზე საუბარში ხედავს, ოპოზიციის როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან ტრიპაჩი”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი ალეკო ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

მისი შეფასებით, გუშინ “რუსთავი 2″-ის ეთერში ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ.
„არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო, რადგან ერთადერთი, რასაც ითხოვდა, იყო ის, რომ არ გაესაჯაროებინა დახურული შეხვედრების დროს მიმდინარე საუბრები ომზე, რევოლუციაზე, დესტრუქციაზე და ასე შემდეგ, რაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს.
ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, როგორ ოპოზიციურ სპექტრს უჭერს მხარს და რა გეგმები აქვთ მათ. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ შეგრძნება, რა არის მათი როლი და მისია ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, ძალიან კარგია, რომ ამომრჩეველმა მათი რეალური სახე დაინახა. მიხარია, რომ ალეკო ელისაშვილი იმ რეალობას აშუქებს და გამოხატავს, რომლის წინაშეც ოპოზიცია დგას”, – განუცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები