ჟოზეფ ბორელი: მოსკოვში ვიზიტი და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა საჭიროა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას და ირანის ბირთვულ შეთანხმებას მალე დაუბრუნდება, რადგან მისი აზრით, მსოფლიო გაცილებით უკეთ და უსაფრთხოდ იქნება ამ შეთანხმებების ფარგლებში.

მან ასევე, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რუსეთში დაკავების საკითხზე რეაგირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა იყოს სხვადასხვაგვარი.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ამერიკელები დაუბრუნდნენ ირანის ბირთვულ შეთანხმებას ან მინიმუმ შეწყვიტონ სანქციებით მუქარა ყველას მიმართ, ვინც მონაწილეობს ირანთან ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ზეწოლა გულისხმობს სანქციებს, ზეწოლა გულისხმობს დამოკიდებულებას, ურთიერთობას. იყო სანქციები და შეიძლება კიდევ იყოს სხვა სანქციებიც, მაგრამ სანქციები თავისთავად არ არის პოლიტიკა. სანქციები არის ბერკეტი და სანქციებთან ერთად უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები და განხილვები. ჩვენ კარგად ვიცით რუსეთში არსებული რეჟიმი. ახალი არაფერია. ჩვენ მათ ვიცნობთ. ჩვენ ვიცით მათი გზები. ამავე დროს, კიდევ ერთხელ – საერთაშორისო პოლიტიკა არ არის ბრალდებები, ეს არის გამოსავლების მოძიების საკითხი“, – აცხადებს ბორელი და აქვე დასძენს, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსკოვში ვიზიტი და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა საჭიროა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები