ლევან თარხნიშვილი: “ევროპულმა საქართველომ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები რაიმე შედეგამდე მისულიყო

“ევროპული საქართველოს” წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მისმა პარტიამ ხელისუფლებასთან დიალოგის ყველა რაუნდში, ასევე, ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო.

მისივე თქმით, თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, ეს ნაბიჯი დროულად უნდა გადადგას.

“ევროპულმა საქართველომ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები რაიმე შედეგამდე მისულიყო. ყველა რაუნდში, მათ შორის, ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ კონსტრუქციული ვყოფილიყავით. ის ადამიანი, რომელიც ამ პარლამენტში ფეხს შედგამს, წყვეტს არსებობას როგორც ოპოზიციური პოლიტიკოსი და შესაბამისად წევრიანდება “ქართულ ოცნებაში”. თუ მათ უნდათ ამის გაკეთება, მათი ნებაა, ვერავინ აუკრძალავს, უბრალოდ მოვუწოდებ, დროზე გადადგან ეს ნაბიჯი”, – განაცხადა თარხნიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები