გია ვოლსკი: ალექსეი ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა
“როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის ოკუპანტი ძალები საქართველოში შემოიჭრა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი რუსი ოპოზიციონერის დაკავებას.
ვოლსკის თქმით, ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა.
„როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის ოკუპანტი ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევნიდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა – პირიქით”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.