18 იანვარი თამარ გვერდწითელის დაბადების დღეა

18 იანვარს კომპოზიტორი, მომღერალი და მუსიკოსი თამარ გვერდწითელი დაიბადა. მას დღეს 59 წელი შეუსრულდა.
1984 წელს დაამთავრა თბილისის პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1990 წელს კი – ამავე კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი .
1971-1979წწ. იყო თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის „მზიურის” სოლისტი; 1984-1995წწ. იყო საქართველოს ტელე-რადიოს საესტრადო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი; 1991 წელს გვერდწითელი თავისმა ფრანგმა აგენტმა პარიზში მიიწვია, სადაც მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟაკი გაიცნო. სწორედ იმხანად დაიდო მისი პირველი კონტრაქტი ლეგრანთან და პარიზის „ოლიმპიაში” მისი პირველი კონცერტიც გაიმართა.
მოღვაწეობს რუსეთში. კონცერტებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული, მათ შორის: ბიჭვინთის რესპუბლიკური ფესტივალი „ბიჭვინთა-77″ (1977), საკავშირო სიმღერის ფესტივალი (დნეპროპეტროვსკი, 1981), სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი „სოჭი-81″ (1981), დრეზდენის შლაგერ-ფესტივალი (1982), სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ოქროს ორფეოს-88″  I პრიზი (ბულგარეთი, 1988) და სხვ.
არის საქართველოს დამსახურებული და რუსეთის სახალხო არტისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები