მაია ნიკოლეიშვილი: ჩვენს ქვეყანაში პოლიტგამოცდილება პრინციპების ღალატთან, ,,გადაგდებასთან,“ ლუზერობასთან ასოცირდება

,,ქართული ოცნების“ ლიდერის პოლიტიკიდან წასვლაზე, ქართულ მედიასა და არასამთავრობო სექტორზე, პროტესტის რეჟიმში დარჩენილ ქართულ ოპოზიციაზე ,,კვირა“ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა:

-ამ კვირას მნიშვნელოვან სიახლედ ბიძინა ივანიშილის პოლიტიკიდან წასვლა იქცა, რომელზეც კიდევ დიდხანს ისაუბრებს ქართული საზოგადოება.

-ბიძნა ივანიშილის პოლიტიკიდან წასვლამ გული დამწყვიტა. რომ გადავხედე მის 8-წლიან მოღვაწეობას, ბრძოლას და შრომას, რაც ამ წლებს თან ახლდა, ნამდვილად დამწყდა გული. ახლა რომ ილანძღებიან, რატომააგულდასაწყვეტი მისი პოლიტიკიდან წასვლაო, ოჯახაშენებულო, მაცადე ჩემი ემოციის გამოხატვა! მე გეუბნები რამეს, როცა შენს შლეგ ლიდერს მისტირი ამდენი წელია?! ივანიშვილის წასვლამ მისი 2012 წლის წერილი გამახსენა, რომელშიც წერდა: მე ჩამოვაყალიბებ ძლიერ პარტიას, რომელსაც თავად შევუქმნი ალტერნატივას და მერე წავალო. არ შეიძლება მისმა ნათქვამმა პარალელის ძებნა არ დაგაწყებინოს აშშ-ს პოლიტიკური წყობის მოდელთან, სადაც  მხოლოდ ორი პარტია-რესპუბლიკელები და დემოკრატები- ექიშპება ერთმანეთს. თუმცა, ამ ბოლო დროს იმ სისტემაშიც ბზარი გაჩნდა…

-ივანიშვილის განცხადებამ საჯარო სივრცის დატოვების შესახებ ქართულ ოპოზიციაში გააჩინა კითხვა, ნამდვილად მიდის ის ქართული პოლიტიკიდან?

-პირადად ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ, თუმცა ვხვდები, რომ ის არ იტყუება, გულწრფელია.სისტემების შექმნის და კონფლიქტების გადაჭრის უნიკალური სტრატეგია, რაც არაერთხელ გამოჩნდა 8 წლის განმავლობაში, მისი ორიგინალური, სწორედ არაპოლიტიკოსის აზროვნების შედეგია. თუმცა მისმა სატელევიზიო გამოსვლამ ჩამაფიქრა. პასიური ივანიშილი საზოგადოებისთვის წარმოუდგენელია. თუ გახსოვთ, ის მიხეილ სააკაშილის პრეზიდენტობის დროსაც არ იყო პასიური.

-როგორ მიიღებს საზოგადოება ,,ქართულ ოცნებას“ მისი ლიდერის გარეშე?

-ქვეყანას ჰყავს პრემიერმინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, გამართული სახელისუფლო სტრუქტურებით.პრემიერ-მინისტრი გახარია ძალიან მეიმედება. ის აღმოჩენაა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აზროვნების სტილითა და გამოცდილებით. კრეატიული, ანალიტიკურიგონების, სისტემურად და მასშტაბურად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც აქვს სისტემის თანმიმდევრული მართვის უნარი. რაც შეეხება მინისტრებს, თითქმის ყველას აქვს მართვის გამოცდილება და სწორი მართვით მიღებული პოზიტიური შედეგები, თუმცა გვყავს გამორჩეულად ძლიერი მინისტრები. პარლამენტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შედარებით, ოდნავ სუსტი მეჩვენება. თუმცა, მისი სიის პირველ 20-ში არიან ძალიან განათლებული, სახელმწიფოებრივად ორიენტირებული,პრინციპული ახალგაზრდები, და ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ისინი შექმნიან ამინდს.

-თუმცა, პარლამენტის ახალგაზრდა წევრებს აკლიათ პოლიტიკური გამოცდილება.

-როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური გამოცდილება პოლიტიკური მოღვაწეობის სტაჟით არ იზომება.ამისთვის საჭიროა ჭკუა, გონება, კონფლიქტების დარეგულირებისა და მოლაპარაკების უნარი. რომელიმე პარტიის წევრობა ავტომატურად პოლიტიკოსობას არ ნიშნავს. საბჭოთა კავშირში მოსახლეობის  90% კომუნისტური პარტიის წევრი იყო და აქედან რამდენი იყო პოლიტიკოსი? ახალგაზრდა პარლამენტარები ბავშვები არ არიან, ის ასაკი აქვთ, როდესაც ყველაზე კრეატიულები, შემოქმედებითობის პიკში უნდა იყვნენ. მათ ასაკში მაქსიმალიზმი უკვე დაწეულია და შეუძლიათ სრულად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და უნარები. პოლიტიკური გამოცდილება ნიჭია და ეს ნიჭი საქართველოში თითო-ოროლა ადამიანს აქვს. შესაძლოა პარლამენტის ახალგაზრდა, უნარიანმა გუნდი ავტორიტეტით მალე გაუთანაბრდეს კიდეც აღმასრულებელ ხელისუფლებას. მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ბურჯანაძე დღეს აცხადებს, რომ ჭორვილაში მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი იცხოვრებს ამდენი წელიო. სად ხედავთ აქ პოლიტიკოსის გამონათქვამს ან პოლიტიკურ  გამოცდილებას? შენ რომ დღეს უფსკრული არ გქონდეს საკუთარ ამომრჩეველთან, ამას როგორ იფიქრებდი, თქმაზე არარაფერს ვამბობ, ან ის ხმები როგორ მიიღე, რაც მიიღე?! ასეთი მაგალითები ოპოზიციაში უამრავია. ასე, რომჩვენს ქვეყანაში პოლიტგამოცდილება პრინციპების ღალატთან, ,,გადაგდებასთან,“ ლუზერობასთან ასოცირდება. ერთხელ შევყავი პოლიტიკაში ცხვირი და როცა მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, მივხვდი, რომ არაა ეს ჩემი საქმე და იქითკენ არც ვიხედები.ესენი ვერც კი ხვდებიან, რომ არაა პოლიტიკა მათი საქმე, მაგრამ ბევრმა სხვა საქმე არაფერი იცის და პოლიტიკაში ყოფნით ლაყბობაში სოლიდურ ანაზღაურებას იღებს! ბევრს ეს „პოლიტიკური გამოცდილება“ კისერზე ჩამოკიდებული ლოდივით, ფსკერისკენ მიაქანებს და ამასაც ვერ ხვდებიან!

-ოპოზიციის შეფასებისას მეტისმეტად მკაცრი ხომ არ ხართ?

-ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი დღეს ქართული სახელმწიფოს განვითარების მუხრუჭია. ამ ფონზე, არ შეიძლება აღფრთოვანებული არ იყო ივანიშვილით, რომელმაც პოლიტიკაში შემოსვლისას გადაღეჭილი კლიშეებითა და ვინმეს ფერადი რევოლუციების ,,შპარგალკით“ კი არ იხელმძღვანელა, რომელიც აფრიკიდან დაიწყო და შლეიფივით გადაეფარა პოსტსაბჭოთა სივრცეს, თავადვე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ. გადახედეთ იმ პოსტსაბჭოთა სივრცეს, სადაც ,,ფერადი რევოლუციები“ რუსეთისთვის ვნების მისაყენებლად გათამაშდა. რომელი მათგანი დგას ფეხზე, რომელს აქვს აყვავებული ეკონომიკა, განვიტარებული დემოკრატია, ცხოვრების მაღალი დონე? ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეებიც კი კი აცხადებენ, რომ ადრე ისინი საბჭოთა კავშირის პერიფერია იყვნენ, ახლა კი-ევროპის პერიფერიად იქცნენ. ლიეტუის, ლატვიისა და ესტონეთის ახალგაზრდობა სამუშაოს საძებნელად ევროპაში გარბის. რა, დიდად განვითარდა ევროპული ღირებულებების შესაბამისად  უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი?  ამ ქვეყნებთან შედარებით  საქართველოში, ბოლო 8 წლის განმავლობაში დემოკრატიული პროცესების განვითარება ნახტომისებრია, ასევეა სიტყვის თავისუფლება, სასამართლო, ბიზნესის თავისუფლება!  ქვეყანა წინ წავიდა,  მისი ოპოზიცია კი დარჩა იქ, სადაც 17-18წლის წინ იყო; საკუთარი „გათახსირებული პოლიტგამოცდილებით.“ არაფერი ახალი ოპოზიციის არც ხედვაში, არც ტერმინილოგიაში არაა. მათი მოღვაწეობა მხოლოდ მიკროფონში კრიტიკანობით, ნეგატივის ტირაჟირებით, ჭორაობით შემოიფარგლება და არა სიტუაციის ანალიზით.  უმარტივესი-სვოტ ანალიზი მაინც რომ დაუკვეთონ ობიექტურ ორგანიზაციას, მიხვდებიან, რომ მათ კალენდარზე ჯერ კიდევ  2003  წელია, რომ  ძალიან დაშორდნენ ხალხს და რეალობას. ურჩევნიათ წინ გაიხედონ, ვიდრე 2003 წლის მიხეილ სააკაშვილი გაიხადონ მაგალითად, ისწავლონ კონფლიქტოლოგია, პოლიტიკა, ბოლოს და ბოლოს ,,ქართული ოქნების“ საპარლამენტო 20-ულს დაეწიონ… მეჩვენება, რომ ოპოზიციამ კარგის დანახვის უნარი დაკარგა და არაადეკვატურად, პოლიტიკურ შიზოფრენიაში ამყოფებენ ერთმანეთს.

-ივანიშილის მოღვაწეობის ერთ-ერთ დადებით მხარედ მედიასივრცის გახსნილობასაც ასახელებენ.

-მართალია, დღეს საქართველოში მოქმედ არც ერთი ტელევიზია საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოდით ვნახოთ რა ხდება ქართულ მედიასივრცეში. მედია ძირითადად მაყურებლის წინააღმდეგ საბრძოლო NLP-ს იყენებს. ამ მეთოდით შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანი შიზოფრენიამდე მიყვანა. ეს არის შიზოფრენოგენური ძალადობა ქვეცნობიერზე, რომელსაც ფანატიზმამდეც მიჰყავს ადამიანი, რომელიც მორჩილს ხდის ადამიანს, რომელიც სექტანტურ აზროვნებას და ქცევას აყალიბებს. არიან შედარებით დაბალი ინტელექტის მქონემოქალაქეები, რომლებსაც, მაგალითად, 30 წელია წიგნიც კი არ წაუკითხავთ. მათ სულაც არ მოეთხოვებათ , გაფილტრონ მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. სწორედ ასეთი მოქალაქეები არიან ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზიების სამიზნენი, სწორედ მათზე მუშაობს საბრძოლო NLP-ს მეთოდები. ეს ისეთივე ძალადობაა ადამიანთა გონებაზე, როგორიც მიშასდროინდელ ციხეებში პატიმრებზე ფიზიკური ძალადობა. მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ ვფიქრობ, დასაშვები და აუცილებელია  მათ მიერ დაუშვებელი მეთოდების გამოყენება, მაგალითად, შიზოფრენოგენული პატერნების, საბრძოლო ნლპ-ს მეთოდების გამოყენება სწორედ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისათვის. მედია ხელშეუხებელია, მაგრამ, მედიის მიერ გამოყენებული ჭარბი ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე დაუშვებელია და საკანონმდებლო რეგულაციის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, ვფიქრობ, აქ სანქციები აუცილებელია! დაახლოებით იგივეა სხვაობაა, როგორც დამნაშავის აღიარება, რომელიც მიღებულია  მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, და უდანაშაულოს აღიარება, რომელიც მიღებულია, მაგალითად, ფრჩხილების დაძრობით!

-თქვენ ნჯო სექტორიდან მოდიხართ. ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით მესამე სექტორის ფუქნციონირების აუცილებლობას დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

-არასამთავრობო სექტორი საქართველოში, ფაქტობრივად, პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც ნჯო-სექტორის უმთავრეს პრინციპს ეწინააღმდეგება!  1997 წლიდან მესამე სექტორმა ბევრი რამ გააკეთა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის, სამართლიანობის  პრინციპების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა სექტორში რეფორმების ინიცირებისათვის. დღეს ნჯო სექტორის უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად, პარტიულ მომსახურებაში ჰყავს ,,ნაციონალურ მოძრაობას“და ოპოზიციის მასთან აფილირებულ სეგმენტს . როდესაც ივანიშვილი პირველად წავიდა პოლიტიკიდან, ვიფიქრე, რომ ის მესამე სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაცებს, სამოქალაქო საზოგადოებას  გააძლიერებდა, რომლებიც აუციელებელია ქვეყნის სწორად განვითარებისათვის. ახლაც იმავეს ვფიქრობ. შესაძლოა ,,ქართუ“ ფონდ ის ქველმოქმედება სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებითაც წარიმართოს  და ამით მესამე სექტორის მუშაობა გამოაცოცხლოს, იმ სამოქალაქო საზოგადოებისა, რომლებიც სახელმწიფოებრივ, დემოკრატიულ და ეროვნულ საქმეს მოემსახურებიან.

-ლიდერის გარეშე დარჩენილ ,,ქართულ ოცნებას“, რომელიც პარლამენტშიც ოპოზიციის გარეშეც დარჩა, გაუჭირდება?

-ვფიქრობ, რომ არა. „ოცნებამ“ ლამის გუშინ მოიგო არჩევნები, მას წინ 4 წელი აქვს. თუ ამ დროში გარეთ საღი და კრიტიკული ოპოზიციაჩამოყალიბდა, ხომ კარგი, თუ არა, და, შესაძლოა,  რომ ,,ოცნება“ შიგნითვე „გაიხლიჩოს“ და თვითონვე შვას ოპოზიცია, ოღონდ, არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად. და ესეც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტის ზოგიერთი ჯგუფის ამბიციურობა იმდენად მოიმატებს, რომ ინსტიტუციას დააყენებს საფრთხის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში „გაყოფა“  ცუდი არ იქნება.  რადიკალური ოპოზიციის რევულუციური სცენარის განხორციელების ილუზიას ახდენა არ უწერია, ვინაიდან, სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობს და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა ერთსულოვანი და მყარია; სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციას ისინი მხარს არ დაუჭერენ.

-ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას რა ბედი ელის?

-პარლამენტში შესვლა-არშესვლის ფსიქოლოგიური ,,კევი“ ოპოზიციამ იმდენ ხანსღეჭა, რომ  ამ პრობლემამ აზრი დაკარგა; უნდათ-შევიდნენ, არ უნდათ და, მათ გარეშეც წარიმართება საპარლამენტო მუშაოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები