ისრაელმა კოვიდ 19-ის სამკურნალო ახალი პრეპარატი – Вamlanivimab-ი შეიძინა

ისრაელის მთავრობამ აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის – Eli Lilly and Co-ის მიერ წარმოებული, კოვიდ 19-ის სამკურნალო ინოვაციური პრეპარატი – “ბამ​ლანივიმაბ”-ი (Вamlanivimab, LY-CoV555) შეიძინა, რომელიც დაავადების გამწვავებას აფერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი კლინიკური ცდების მეორე ეტაპს გადის, 2020 წლის ნოემბერში მწარმოებელმა კომპანიამ აშშ-ის მედიკამენტების სამმართველოს სპეციალური ნებართვა მიიღო მის “საგანგებო შემთხვევებში” გამოყენებაზე, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდპაციენტებზე.

“ბამ​ლანივიმაბ”-ი მთელი კურსის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეჰყავთ.

9tv.co.il-ის ინფორმაციით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ, პირველ ეტაპზე, პრეპარატის 400 დოზა შეისყიდა.

პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და სტაციონალურ პირობებში და განკუთვნილია 75 წლამდე პირების სამკურნალოდ.

ერთი დოზის ღირებულება, დაახლოებით,1200 დოლარს შეადგენს.

პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების მძიმე ფაზაში გადასვლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები