სერგო ჩიხლაძე: მეხუთე რაუნდი იმიტომ არ იმართება, რომ “ქართული ოცნება” არ მოდის მოლაპარაკებებზე – ვერ შეთანხმდნენ რა წინადადებით მოვიდნენ

“სტრატეგია აღმაშენებელის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ამ დრომდე იმიტომ არ შედგა, რომ მოლაპარაკებებზე “ქართული ოცნება” არ მიდის.

როგორც ჩიხლაძემ ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში განაცხადა, “ქართულ ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა და ვერ შეთანხმდნენ მოლაპარაკებებზე, თუ რა წინადადებით უნდა წარდგნენ.

“მეხუთე რაუნდი იმიტომ არ იმართება, რომ “ქართული ოცნება” არ მოდის მოლაპარაკებებზე, მოლოდინშია საზოგადოება, ოპოზიციური სპექტრი, ფასილიტატორი ელჩები, მეექვსე კვირა იწყება უკვე. “ქართულ ოცნებაში” ვერ შეთანხმდნენ რა წინადადებით მოვიდნენ და პირდაპირ გეტყვით, ინფორმაცია გვაქვს, რომ “ქართულ ოცნებაშიც” არის აზრთა სხვადასხვაობა, რა სახის ადეკვატური შემხვედრი წინადადებით წარდგნენ მოლაპარაკებებზე.

თუ ასეთი შეთანხმებული პოზიცია არ იქნება ხელისუფლებისგან, მაშინ რაუნდი რაუნდისთვის უბრალოდ აზრი არ აქვს. მე მაინც ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში შესაძლოა, გაიმართოს მომდევნო რაუნდი, რომელიც შემდეგ გვიჩვენებს, აქვს გაგრძელებას აზრი, თუ არ არის არანაირი პერსპექტივა”, – აცხადებს ჩიხლაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები