კახა კალაძე: არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას დავეხმარებით

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებს საკვებით უზრუნველყოფს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალური პროექტი, რომელიც პანდემიის პირველი ტალღის დროს დაიწყო, ისევ გრძელდება.

„მადლობა მინდა, გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, ასევე, ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც, დასვენების დღეების მიუხედავად, დღე და ღამე მუშაობენ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგების მიზნით, მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. მთლიანობაში, აღნიშნული თანხის ფარგლებში 20 000 პაკეტი გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები