დავით ზალკალიანი: ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც იგი ზრუნავს საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე
ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც იგი ზრუნავს საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პოლიტიკიდან წასვლისა და ქონების დიდი ნაწილის საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუსთვის” გადაცემის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას.
ზალკალიანის თქმით, ივანიშვილის ეს ნაბიჯი ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება და ის ამოცანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაისახა პოლიტიკაში მოსვლით – ხელი შეეწყო საქართველოს ევროპულ დემოკრატიად ფორმირებისთვის, კვლავ რჩება მის მთავარ მისწრაფებად.
„ბიძინა ივანიშვილი თავისი განვლილი ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარი საქმით ადასტურებდა, რომ იგი ჩვენი დროისა და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედია. იგი, როგორც პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე მას მერეც აგრძელებდა საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების უანგარო დახმარებას. ქველმოქმედების ის მასშტაბები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება, მართლაც უპრეცედენტოა, ისევე როგორც მსოფლიო ქველმოქმედების ისტორიაში, ძნელად მოიძებნება მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების მაგალითი – როდესაც პიროვნება საკუთარი ქონების დაახლოებით 95 %-ს საქველმოქმედო ფონდს, ანუ საკუთარ ხალხს და ქვეყანას უტოვებს.
ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი სწორედ რომ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც იგი ზრუნავს საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე და ის ამოცანა, რაც მან დაისახა პოლიტიკაში მოსვლით – ხელი შეეწყო საქართველოს ევროპული დემოკრატიად ფორმირებისთვის, კვლავ რჩება მის მთავარ მისწრაფებად.
„ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და კიდევ ერთხელ მოწმობს იმ პოლიტიკურ სიმწიფეს, რასაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ამ მოკლე დროში, მიაღწია და ასევე მიუთითებს იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ამ პროცესში, ადამიანს რომელმაც ძალადობრივი რეჟიმისგან გაათავისუფლა ქვეყანა და პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯებით და მიღებული გადაწყვეტილებებით საქართველო შეუქცევადი ევროპული ფასეულობების შესაბამისი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა. დარწმუნებული ვარ, ისტორია და ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს მის ღვაწლს, “- განაცხადა მინისტრმა.