ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რიცხვი 10 ათასს უახლოვდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი ვირუსი 9961 პირს დაუდასტურდა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში დაავადებას კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვი 142-ს შეადგენს.

ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 112 ადამიანი მკურნალობს, მათგან 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდპაციენტია; ოჩამჩირეში – 22, ტყავრჩელის საავადმყოფოში – 15; გაგრის – 32, მობილურ ჰოსპიტალში კი, 50.

ვირუსის დამარცხება სულ 7506-მა პირმა შეძლო.

გარდა ამისა, კორონავირუსი ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს, იმყოფება თვითიზოლაციაში.

რაც შეეხება დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, მას ვირუსი 27 დეკემბერს დაუდასტურდა; 30 დეკემბერს კი, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ე.წ.პრემიერმინისტრს ალექსანდრე ანქვაბს გამოუვლინდა, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამკურნალოდ 8 იანვარს მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები