გიგა ბოკერია: ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით

“ეს უტიფარი სისულელე უკვე მერამდენედ გვესმის”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მმართველი გუნდის შეთავაზებას, რომლებიც ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შევიდნენ პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

გიგა ბოკერიას თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით.

“ეს უტიფარი სისულელე უკვე მერამდენედ გვესმის, თითქოს, რაღაც სიახლეა. ამ სისულელეს არავინ არ ჭამს. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით, კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი და ამ ყველაფრის პარალელურად უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და წესების ფუნდამენტური ცვლილება, რისი პაკეტიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები