ელენე ხოშტარია – პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლაზე: გვთავაზობს რაღაც თამაშს, რომელშიც არც კი უნდა შევყვეთ

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას აფასებს.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ ივანიშვილი არსად  წასულა და მთელი პოლიტიკური სისტემა სწორედ მასზე დგას.

“არსად, რა თქმა უნდა, ის არ წასულა. მთელი სისტემა დგას ბიძინა ივანიშვილზე. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მის მიერ კონტროლირებადი და უბრალოდ გვთავაზობს რაღაც თამაშს, რომელშიც არც კი უნდა შევყვეთ ოპოზიცია. მთავარი გამოწვევა დღეს ის კი არ არის, ბიძინა ივანიშვილმა რა თამაში დაგვიდგა, მთავარი გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც უმძიმესად აწევს მოსახლეობას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები