სოზარ სუბარი: რამდენიმე პოლიტსაბჭოზე მიმდინარეობდა მსჯელობა ახალი თავმჯდომარის შესახებ და ირაკლი კობახიძეზე საუბარი ყოველთვის იყო

“ირაკლი კობახიძის ხელმძღვანლობით უკვე რამდენიმე არჩევნები ჩატარდა, ყველა მათგანი კარგად ორგანიზებული იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, რამდენიმე პოლიტსაბჭოზე მიმდინარეობდა მსჯელობა ახალი თავმჯდომარის შესახებ და ირაკლი კობახიძეზე საუბარი ყოველთვის იყო.

„რამდენიმე პოლიტსაბჭოზე იყო მსჯელობა ახალ თავმჯდომარეზე და ირაკლი კობახიძეზე იყო ყოველთვის საუბარი, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე არჩევნებს ხელმძღვანელობდა. პრაქტიკულად, მისი ხელმძღვანლობით ჩატარდა ყველა არჩევნები და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ყველა არჩევნები იყო ევროპული, კარგად ორგანიზებული და არ დატოვა სათქმელი, გარდა იმ დაინტერესებული პირებისა, რომლებიც ცდილობენ, რაღაც მოიგონონ და ვერ იგონებენ“, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები