მაია ცქიტიშვილი: ირაკლი კობახიძის წარდგენა პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე საკმაოდ გასაგები და ბუნებრივია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენა გასაგები და ბუნებრივია.
მისივე თქმით, თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის წარდგენა ბუნებრივი გაგრძელებაა იმ შიდაპარტიული ინსტიტუციური მოწყობის, რაც პარტიაში მიმდინარეობს.
„როგორც იცით, ირაკლი კობახიძე წლების განმავლობაში პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ის ხელმძღვანლობდა საარჩევნო შტაბს, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია 2012 წლის დასაწყისიდან. შესაბამისად, ირაკლის არჩევა პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე საკმაოდ გასაგები და ბუნებრივია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც, ჩვენს გუნდში, რა თქმა უნდა, გვქონდა კონსულტაციები, ირაკლის ამ პოზიციაზე არჩევა არის ბუნებრივი გაგრძელება იმ შიდაპარტიული ინსტიტუციური მოწყობის, რაც პარტიაში მიმდინარეობს“, – აცხადებს ცქიტიშვილი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, შაბათს, 16 იანვარს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ახალ თავმჯდომარეს აირჩევს – თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.