დავით სერგეენკო – პოლიტიკაში ივანიშვილის კვლავ დაბრუნებაზე: თეორიული ნათქვამია, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს – თუმცა, ვფიქრობ, ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება
“რაც შეეხება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნებას, ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული იქნება. უბრალოდ, ფორმალური, თეორიული ნათქვამია, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მიუხედავად ამისა, სერგეენკო ფიქრობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.
“ბიძინა ივანიშვილი წასვლით უბრუნდება პოლიტიკამდე, 2011 წლამდე მდგომარეობას. 2011 წლამდე არ ნიშნავდა, რომ ის ჩამოშორებული იყო თავისი ქვეყნის ცხოვრებისაგან და გული არ შესტკიოდა ვინმეზე და არ მონაწილეობდა ქვეყნის მშენებლობაში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს იმავეს, რასაც 2011 წლამდე აკეთებდა.
რაც შეეხება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნებას, ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული იქნება. უბრალოდ, ფორმალური, თეორიული ნათქვამია, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება”, – აღნიშნა “დღის კურიერში” დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.