ზვიად შალამბერიძე: დავით ხახალეიშვილი დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც მას ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, ოლიმპიური ჩემპიონისა და ევროპის ორგზის ჩემპიონის, დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო. მას ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო მისი ქვეყნისთვის, რომელიც არაერთხელ ასახელა თავისი მიღწევებით. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ადამიანები ნაადრევად მიდიან ამ ქვეყნიდან, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, რომელთაც დავით ხახალეიშვილმა ბევრი სპორტული სიხარული მიანიჭა წლების მანძილზე.

დავით ხახალეიშვილი დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებს და გაიხსენებს წარმატებულ სპორტსმენს, ღირსეულ ადამიანსა და მოქალაქეს, რომელსაც ქვეყნის და ქალაქის წარმატებისთვის თავი არასოდეს დაუზოგავს”, – აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის სამძიმრის წერილში.

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები