ალეკო ელისაშვილი – ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინსვლას, პერსპექტიულ, წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბებას და უბრალოდ უნდა ქუდი დაიხუროს და წავიდეს
“ჩემი აღქმით, ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა წავა – დატოვებს ოდნავ უფრო პლურალისტურ ქვეყანას გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით და გაცილებით ღარიბსა და უპერსპექტივოს ვიდრე ჩაიბარა 2012 წელს”, – ასე აფასებს “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.
მისი თქმით, ივანიშვილმა ქვეყნის წინსვლას თავი ვერ გაართვა.
“ჩემი აღქმით, ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა წავა – დატოვებს ოდნავ უფრო პლურალისტურ ქვეყანას გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით და გაცილებით უფრო ღარიბს და უპერსპექტივოს ვიდრე ჩაიბარა 2012 წელს. ეს არის რელობა. და თუ მართლა გადაწყვიტა წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ გაექცეს იმ სამომავლო პრობლემებს რაც ამ ქვეყანას ელის წინ, ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინსვლას, პერსპექტიულ, წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბებას და უბრალოდ უნდა ქუდი დაიხუროს და წავიდეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.