ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში კოვიდლაბორატორია გაიხსნა

ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის განახლებულ შენობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა დროულად გამოვლენის მიზნით, კოვიდლაბორატორია გაიხსნა, სადაც არა მხოლოდ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ, ჩაიტაროს ტესტი და 15 წუთში მიიღოს პასუხი.

პირველი პაციენტების ტესტირების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ლევან ჯუღელი.

კოვიდლაბორატორიაში მოქალაქეთა მიღება, იწარმოებს ყოველდღე, შაბათ – კვირის გარდა 10:00- 16:00 საათებში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის საინფორმაციო სამსახურს, ტელ: 032 234 34 49

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები