ნათელაშვილი – ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: გალაკტიონიდან დავიწყოთ – “ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება” და დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ – “არ დაიჯერო, არ დაიჯერო”
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას ეხმაურება.
მისი თქმით, ივანიშვილი არსად წასულა და რეჟიმის შეცვლა მხოლოდ ახალი არჩევნების შემთხვევაში მოხდება.
“გალაკტიონიდან დავიწყოთ – “ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება” და დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ – “არ დაიჯერო, არ დაიჯერო” – ის არსად არ წასულა და არც აპირებს ამას, შესაბამისად, შეცვლა რეჟიმის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოცხადდება ახალი არჩევნების თარიღი და ხელისუფლებაში ივანიშვილის ბარტყების ნასახი არ დარჩება”, – განაცხადა ნათელაშვილმა.