ლიეტუვამ სახელწოდება “საქართველო” დააკანონა, მას ოფიციალურ დოკუმენტებში გამოიყენებენ

ლიეტუვამ დეკემბრის ბოლოს სახელწოდება “საქართველო” დააკანონა, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტებში გამოიყენებენ.

ამის შესახებ ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, აუდრის ანტანაიტისმა განაცხადა.

“ამიერიდან საქართველო ოფიციალური სახელწოდებაა”, – თქვა მან.

მისი თქმით, 2020 წლის 21 დეკემბერს კომისიამ გადაწყვიტა დოკუმენტიდან ამოეღო სიტყვა Gruzija და ის Sakartvelas-ით შეცვალა.

“კომისიის მიერ ორი წლის წინ მიღებული რეზოლუცია, “საქართველო” მეორე არაოფიციალურ სახელწოდებად განსაზღვრა. საჭირო იყო გარდამავალი პერიოდი, რომ გვენახა, აღიქვამს თუ არა საზოგადოება ამ სახელწოდებას. ცხადია, რომ ის ძალიან სწრაფად დამკვიდრდა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო”, – განმარტა ანტანაიტისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები