თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე, საქართველო „ფაიზერის“, ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებას განიხილავს

“საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმ ვაქცინებს განიხილავს, რომლებსაც აქვს მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია და, ასევე, ჯანმო-ს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შესაძლოა, იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოყენებისთვის განიხილავს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საქართველო „ფაიზერის“, ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებას განიხილავს.

„საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმ ვაქცინებს განიხილავს, რომლებსაც აქვს მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია და, ასევე, ჯანმო-ს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შესაძლოა, იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოყენებისთვის განიხილავს.

ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინებიდან („სონოვაკი“ და „სინოფარმი“ არის დღეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე წინ წასული ვაქცინები იმ ჩამონათვალიდან, რომლებიც შესაძლოა, ჩინეთში გამოიყენება) არცერთი არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ ამ ეტაპზე, რასაც განვიხილავთ, არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, რომლებიც არის ის კანდიდატი ვაქცინები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები